ფეტუჩინი

ინგრედიენტები:

 

 

1 შეკვრა ფეტუჩინი ან სპაგეტი
2 ჭიქა რძე
120 გ მასკარპონე
2 ს/კ ფქვილი
1/2 ჩ/კ მარილი
3 ს/კ სპრედი(კარაქი)
3 კბილი ნიორი
1 ჭიქა მოცარელა ან სულგუნი
1/3 ჭიქა პარმეზანი (სურვილისამებრ)
წითელი წიწაკა გემოვნებით
0,5 კგ კრევეტები გასუფთავებული
დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესი

მოხარშეთ ფეტუჩინი (სპაგეტი)

ათქვიფეთ რძე, მასკარპონე, ფქვილიი და მარილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცალკე ქვაბში გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ნიორი. 
მოხრაკეთ ნიორი ერთი წუთის განმავლობაში, დაუმატეთ გასუფთავებული კრევეტები და შუშეთ 3-5 წუთი, სანამ არ შევარდისფრდება.

ამოიღეთ კრევეტები ქვაბიდან, ნიორი დატოვეთ კარაქში, დაუმატეთ რძიანი მასა და ურიეთ 4 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ კიდევ 6 წუთი, სანამ მასა არ გასქელდება.

გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დაუმატეთ გახეხილი ყველი და პარმეზანი. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 5 წუთი.
ჩაყარეთ კრევეტები სოუსში და კიიდევ 5 წუთი გააჩერეთ.
მიღებული მასა შეურიეთ ფეტუჩინის (სპაგეტი) და მოაყარეთ ოხრახუში.

სხვა სიახლეები

22 Feb. 2018

"SPAR საქართველო"-ს სუპერმარკეტების ქსელი „დეილი გროსერი“ შემოუერთდა"

ჰოლანდიური საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელ „SPAR“-ს რომელიც საქართველოს ბაზარზე „SPAR საქართველო”-ს სახელით ოპერირებს რეგიონული ფრენჩაიზინგის გან

13 Feb. 2018

სიახლე "სპარ"-ში

 მომხმარებლებთან ხშირი კომუნიკაციისა და მათი სურვილიდან გამომდინარე ჩვენი წარმოების ხაზი გაფართოვდა და დღეიდან დამატებით 4 სახეობის ნამცხვრის დაგემ

17 Jan. 2018

სასიამოვნო სიახლე „სპარ“-ში !

მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და მათი დიდი სურვილიდან გამომდინარე  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი წარმოების ხაზს შევმატოთ ქაშაყის ეკოლოგიურად სუ

12 Jan. 2018

ბროწეულის როლი მედიცინაში

       ბროწეული  გამორჩეული და უძველესი ხილია, რომელიც გემოვნურ თვისებებთან ერთად სასარგებლოცაა და ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენებოდა/გამოიყე