ფრენჩაიზინგი

 

ბრენდის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი, სპარ საქართველო, ყველა ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს შიდა ფრენჩაიზინგის ლიცენზიის მოპოვებასა და ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ლოკალურად სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანება, დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებს ყველა იმ უპირატესობით სარგებლობას სთავაზობს, რითაც თავად სპარი ოპერირებს.

საერთაშორისო ექსპერტიზა და ბრენდის 84 წლიანი გამოცდილება ნებისმიერი მსურველისთვის ორგანიზებულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე აქტიურად, ეფექტურად და აგრესიულად შესვლის გარანტია. პროექტში ჩართვა და სპარის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია როგორც არსებული მაღაზიებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველი ინვესტორისა თუ მეწარმესთვის.

სპარის ყველა ფრენჩაიზი, რომელიც მსოფლიოში რამდენიმე ათასი დამოუკიდებლად მოქმედი მაღაზიისგან შედგება, აღნიშნული მოდელის ეფექტურობის ცალსახა მტკიცებულებაა. სპარ საქართველოს მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი არჩევანი, საკუთარი ბრენდული პროდუქცია და მასზე მორგებული მომსახურება.

პირველი ფრანშიზის მიმღები შპს „ევროფუდია“, რომელიც აღნიშნული პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. კომპანიის დამფუძნებლებს, ირაკლი ბასილაიასა და გიორგი ნარმანიას, სპარის ოფიციალური ლიცენზია გადაეცათ.

 

საკონტაქტო ინფრომაცია:

დიმიტრი გოგიბერიძე (ფრენჩაიზინგის განვითარების მენეჯერი)
ვახტანგ გოგუაძე (ფრენჩაიზინგის განვითარების მენეჯერი)

Tel: +995 32 2434545

Mob: +995 577 04 57 58

Mob: +995 577 25 00 15

E-mail: franchise@spar-georgia.com

 

სხვა სიახლეები

02 Oct. 2017

"სპარ"-ის პოპულარობა კოხტა უბანში

23 სექტემბერს გლდანში „ კოხტა უბანში“ (ანგია ბოჭორიშვილის 8) „სპარ“-ის 35-ე მარკეტი გაიხსნა, რომელმაც საკმაოდ მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 

11 Aug. 2017

სპარ საქართველომ ფრენჩაიზინგის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

2017 წლის 10 აგვისტოს  "სპარ საქართველოს"  სათაო ოფისში  ფრენჩაიზინგის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

11 Aug. 2017

ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი "SPAR" 85 წლის იუბილეს აღნიშნავს

1932 წლის 10 აგვისტოს  ჰოლანდიაში დაიბადა ახალი ბრენდი, რომელიც თავისი კონცეფციით დროს უსწრებდა.

09 Aug. 2017

SPAR საქართველო საკუთარი წარმოების ხაზს აფართოებს

საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელი “SPAR” აგრძელებს საქართველოს მასშტაბით გაფართოებას და წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონულ სტრატეგიაში საკუთარი წარ