Vacancies

წარმოების ხაზის კონსულტანტი (თბილისი) Details

11 August 2017
11 August 2017


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს წარმოების ხაზის კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;

** მიღებული პროდუქციის აწონვა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერების                    გრინით გადაკვრა, ფასმაჩვენებლების დადება და სარეალიზაციოდ გამზადება;

** ვადების კონტროლი;

** დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;

** მომხმარებლის მომსახურება:

პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

შეკვეთის მიღება;

არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

მიღებული შეკვეთის გამზადება (აწონვა, გრინით გადაკვრა, ფასის დაკვრა);

მომხმარებლისთვის მიწოდება;

 

** სამუშაო ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;

** სამუშაო ადგილის და დახლ-მაცივრის დასუფთავება;

 

სამუშაო დღის ბოლოს:

ფასმაჩვენებლების გასწორება;

ვადების კონტროლი;

სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა.


** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com  და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „წარმოების ხაზის კონსულტანტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

მოლარე-კონსულტანტი (თბილისი) Details

11 August 2017
11 August 2017


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com  და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „მოლარე-კონსულტანტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!